ავიაბილეთები

ავიაბილეთები ყველა მიმართულებით

ავიაბილეთები ყველაზე გამორჩეული მოგონებების შექმნისთვის საუკეთესო გზაა. მათი მოხერხებული ყიდვა კი შესაძლოა თქვენი მოგზაურობის ხასიათზე უდიდესი გავლენის მომხდენი გახდეს. ზოგადად, ავიაბილეთები პირველ რიგში ტურისტულ სააგენტოებთან ასოცირდება, რადგან სწორედ ისინი ყიდიან ყველაზე ხშირად სამოგზაურო პაკეტებს, რომლების ფასებიც სინამდვილეში სწორედ ავია ბილეთების დონეზეა დამოკიდებული.

(+995) 568 21 27 18

ხშირად ადამიანებს სურთ, რაც შეიძლება მალე მოაგვარონ მოგზაურობასთან დაკავშირებული დეტალები და უბრალოდ დასვენების პერიოდზე ფიქრი დაიწყონ. ამის გამო, ავია ბილეთები და მათი ფასები ხშირად სრულიად იკარგება იმ საქაღალდეების რიგში, რომლებიც სასტუმროების, დაზღვევის და მსგავსი დეტალების მოგვარებისთვის გროვდება თქვენს მაგიდაზე. თუკი გსურთ, რომ ასეთი სიტუაციიდან თავი აირიდოთ და aviabiletebi ყველაზე მომგებიანი და სწორი გზით შეიძინოთ, მაშინ ეს საქმე სჯობს თქვენს თავზე აიღოთ და ტურისტულ სააგენტოს მხოლოდ სასტუმროს და დაზღვევის დაგეგმვა მიანდოთ.

როდესაც თვითონ შეხვალთ ავიაბილეთების შესაძენ საიტზე, მაგალითად avia.ge–ზე, მაშინვე დარწმუნდებით, რომ თითოეული სამოგზაურო მიმართულებით უამრავი სახისა და ფასის ავიაბილეთი შეგიძლიათ შეიძინოთ, რაც ხშირ შემთხვევაში სრულიად მარტივი და ადვილად გაკონტროლებადი პროცესია, უბრალოდ ამისთვის უნდა მოიცალოთ.

მეორე ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც საზაფხულო ან საშემოდგომო არდადეგების დაგეგმვისას ტურისტები უშვებენ, მაინცდამაინც ერთი კონკრეტული თარიღის შერჩევა და მის გადათქმაზე კატეგორიული უარის განცხადებაა. თუ მაინცდამაინც 2–3 თვით ადრე არ გსურთ ავიაბილეთების შეძენა, მაგრამ რომელიმე კონკრეტულ კვირას მაგალითად პარიზში ყოფნა თქვენთვის მნიშვნელოვანი და შეუცვლელი გადაწყვეტილებაა, მაშინ ავია ბილეთების ხელსაყრელ ფასად შეძენა ჯერ კიდევ შეიძლება. თუ გაფრენის დღის მოახლოებისას იწყებთ ისეთ საიტებზე ავიაბილეთების ძებნას, როგორიცაა avia.ge, მაშინ ავიაკომპანიებისა და რეისების საძიებო სისტემაში ერთი მარტივი ხერხის გამოყენება გამოგადგებათ.

პირველ რიგში, უნდა აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ის ზუსტი თარიღი, რომელიც უკვე შერჩეული გაქვთ და ამ დღეს დაგეგმილი რეისების გადახედვის შემდეგ, ავია ბილეთების შეძენის სტრატეგია ოდნავ შეცვალოთ. ამისათვის, უნდა გადახედოთ იცვლება თუ არა ფასები იმ ავია ბილეთებზე, რომლებითაც სასურველ თარიღამდე 1–2 დღით ადრე ან გვიან შეძლებთ საოცნებო ქალაქში გაფრენას. ხშირად, ერთ დღიანი განსხვავებაც კი ავიაბილეთის ფასზე საკმაოდ რადიკალური განსხვავების მომცემიც კი შეიძლება გამოდგეს. მთავარია მონდომება და სურვილი იმისა, რომ ავია ბილეთი ყველაზე დაბალ და მოხერხებულ ფასად შეიძინოთ და დანარჩენისთვის რამდენიმე თარიღის შემოწმებაც საკმარისია.